პარლამენტის წინ აქციის ფარგლებში სტარტაპერები გამოფენა-გაყიდვას აწყობენ

პარლამენტის წინ აქციის ფარგლებში სტარტაპერები გამოფენა-გაყიდვას აწყობენ. 40 -მდე დამწყები ბიზნესმენი შემოსული თანხის 20%-ს აქციების ორგანიზებისათვის გამოყოფილ ანგარიშზე ნებაყოფლობით ჩარიცხავს.

როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, ისინი პროტესტს სხვადასხვა ფორმებით მანამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

„25 დღის განმავლობაში ჩვენი ანგარიშის ნომერი საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს და გულშემატკივარს აქვს საშუალება, ჩაგვირიცხოს თანხა და დაეხმაროს აქციას, რათა ფინანსურად იყოს ორგანიზებული. დღეს გადავწყვიტეთ ჩავატაროთ "ფლი მარკეტი", სადაც 40- ამდე კომპანია და სტარტაპერი იღებს მონაწილეობას ისინი გაყიდიან თავიანთ ხელნაკეთ პროდუქციას, ანტიოკუპაციური სიმბოლიკის აქსესუარებს და შემოსული თანხის 20% ნებაყოფლობით იქნება ჩარიცხული აქციის საორგანიზაციო ჯგუფის ანგარიშზე.", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თათუშა არველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო