კავკასიის უნივერსიტეტში ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია ღონისძიება გაიმართება

15 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია და ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება.

ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსი, რომელიც ღონისძიების პირველ ნაწილში გაიამართება, USAID -ის პროექტის “მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ფარგლებში, სააგენტომ “აწარმოე საქართველოში“ კომპანია მაინდვორქსთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

აღნიშნული განთავსდება როგორც სააგენტოს ვებ-გვერდზე, ასევე, youtube-სა და კიდევ ორ სხვა პლატფორმაზე.

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ცნობით, ონლაინ ტრენინგების შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები დარგის ექსპერტები.

“ეს არის პირველი, სრულყოფილი ონლაინ ანიმირებული ტრენინგი, რომელიც მთლიანად ფარავს ექპორტთან დაკავშირებულ საბაზისო საკითხებს. კურსი აერთიანებს 10 მოდულს, მათ შორის ინკოტერმსის პირობებს, საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას (თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს), ბაზარზე შეღწევის სტრატეგიულ გეგმას და სხვა. აღსანიშნავია, რომ ონლაინ ტრენინგენს ასევე აქვს საკითხავი ვერსია. მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად ჩამოტვირთოს და ამ გზით გაიღრმავოს ცოდნა“, - აღნიშნულია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზენტაციის დასრულებისთანავე, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და კავკასიის უნივერსისტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს გადასცემენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და კავაკსიის ბიზნეს სკოლის მხარდაჭერით, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი უკვე მეექვსედ განხორციელდა. ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა, განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები და დაემყარებინათ მნიშვნელოვანი კავშირები მათთვის რელევანტურ კომპანიებთან.

კურსის ფარგლებში 40 ექსპორტის მენეჯერის გადამზადება მოხდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა