ანონსი  15 ივლისი

15 ივლისს, 10:30 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 ივლისს, 11:00 საათზე, ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ღონისძიება გაიმართება, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ ადაპტირებული ვერსიით დაბრუნებას ეძღვნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გაუძღვებიან.

მის: ვარიანი, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

15 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის წევრების ლევან გოგიჩაიშვილის, ლევან კობერიძის, კობა ნარჩემაშვილისა და ბიძინა გეგიძის მოწვევით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები შეხვედრას გამართავენ.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15 ივლისს, 11:00 საათზე, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე “მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტის სამხედრო საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: 20 ივნისის საქმე და გამოძიება ამბოხების მუხლით - ნიკა მელიას ვიდეო და პროკურატურის განცხადება. შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი -გიორგი გახარიას განცხადებები. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტი მოსკოვში - რამდენად მიზანშეწონილია მათი რუსეთში ჩასვლა. ვლადიმერ პუტინის განცხადება და ისტორიის გადაწერის მცდელობა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო 593 53 45 24

15 ივლისს, 11:30 საათზე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი უვე ბერკემერი და მისი ქართველო მეუღლე, მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: გერმანიიდან დანახული საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე; ტურისტები საქართველოსთვის და არსებული კრიზისული ვითარება.

მის:მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 ივლისს, 13:30 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ახალგაზრდობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტს მაქსიმილიან ფრას შეხვდებიან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N230, C კორპუსი

15 ივლისს, 14.00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტი.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ., N 72.

15 ივლისს, 14.00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დააკვირდება.

მის: ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. N2.

15 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპული ინოვაციების საბჭოს პილოტის EIC Roadshow-ს ღონისძიებას გახსნის.

მის.: ინოვაციების ქ.#7 (ოქროყანა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო)

15 ივლისს, 18:30 საათზე, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში, 2019 წლის მინსკის მეორე ,,ევროპული თამაშების“ მედალოსანი სპორტსმენების და მათი მთავარი მწვრთნელების მიღება გაიმართება.

წარმატებულ სპორტსმენებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და საკრებულოს დეპუტატები უმასპინძლებენ.

მის: თავისუფლების #2

15 ივლისს, 19:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიხეილ ბატიაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს.

მის.: უზნაძის #52

15 ივლისს, 19:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია და ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება.

მის: პ. სააკაძის #1, (სვანეთის უბანი)

15 ივლისს, 20:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში, ფოლკლორული ანსამბლი „სახიობა“ კონცერტს გამართავს. ღონისძიება #გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში გაიმართება.

მის: აღმაშენებლის გამზირი #68

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა