შვედეთის ჩრდილოეთით, ერთმოტორიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ადმინისტრაცია ავრცელებს.
GA8 Airvan-ის მოდელის თვითმფრინავი ვესტერბოტენის რეგიონში ქალაქ უმეოსთან ახლოს ჩამოვარდა. მის ბორტზე პარაშუტისტები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.