პარლამენტის შენობასთან აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტის შენობის წინ აქცია დასრულდა. აქციაზე შეკრებილმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს შს მინისტრს გიორგი გახარიას, რომ თანამდებობა დატოვოს. ორგანიზატორების განცხადებით, აქცია 15 ივლისს, 19:00 საათზე განახლდება, თუმცა რა ფორმატით, ჯერ უცნობია.

სიტყვით გამოსვლების პარალელურად, აქციაზე დღეს „ფლი მარკეტი „გაიმართა, რომელზეც 40-მდე სტარტაპერმა ხელნაკეთი ნივთები და ანტისაოკუპაციო აქსესუარები წარმოადგინეს. გაყიდვიდან შემოსული თანხის 20% აქციის საორგანიზაციო ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი