რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფიქრობს, რომ ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დონალდ ტრამპი არ დათანხმდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ს შეუძლია დაუწესოს ანკარას სანქციები, თუმცა, მას არ ჰგონია, რომ ამას დონალდ ტრამპიც დათანხმდება.

„ამჟამად არ მგონია, რომ ტრამპი იმავე აზრზეა, რაზეც ოფიციალური ვაშინგტონი და ეს მან მედიის წინაშეც თქვა. რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, ტრამპმა შუალედი უნდა დაიჭიროს“, - განაცხადა ერდოღანმა.

ვაშინგტონში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ანკარამ რუსეთისგან ს-400 თავდაცვის სისტემა იყიდა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნა, კანონი მოითხოვს, რომ დაწესდეს სანქციები, ამიტომაც ის დარწმუნებულია, რომ აშშ და პრეზიდენტი ტრამპი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

ამერიკამ არაერთგზის გააფრთხილა თურქეთი, რომ ეკონომიკურ სანქციებთან მოუწევს გამკლავება, თუკი რუსეთისგან აღნიშნულ სისტემას შეიძენდა. თუმცა, ერდოღანის განცხადებით, აღნიშნული სისტემა ანკარას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სჭირდება და არა ომის დასაწყებად.

იხილეთ ვიდეო: ერდოღანის განცხადებით, აშშ-ის შეუძლია დაუწესოს ანკარას სანქციები, თუმცა, მას არ ჰგონია რომ ამას ტრამპიც დათანხმდება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო