შს მინისტრის პირველი მოადგილე  - 20-21 ივნისის მოვლენებისას ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობის 95 პროცენტი დაკარგა

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობის 95 პროცენტი დაკარგა, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პოლიცია 2 საათის განმავლობაში, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით იცავდა თავს და პარლამენტის შენობას შტურმისგან. კახა საბანაძემ აღნიშნა, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც შეუძლებელი გახდა შტურმის შეკავება.

„პოლიცია დაახლოებით 2 საათი, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, მხოლოდ ფარის ანაბარა იცავდა თავს და პარლამენტს აქტიური შტურმისგან. მაქსიმუმი კეთდებოდა იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში აქტიური, კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებების გამოყენების გარეშე დაგვეცვა პარლამენტის შენობა, თუმცა 00:00 საათისთვის, შტურმის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გაიტაცეს 316 ფარი, პოლიციელებს წაართვეს ჩაფხუტები და ხელკეტები, გაიტაცეს 30 პოლიციელი და გაუსწორდნენ ფიზიკურად, გარდაუვალი გახდა აქციის დაშლა. ერთმა პოლიციელმა ცემისგან ცალ თვალში მხედველობის 95 პროცენტი დაკარგა... როცა 2 საათის განმავლობაში პოლიციელები იბრძვიან და იგერიებენ შემოტევას, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა შეკავება და იმისათვის, რომ პოლიციელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეგვენარჩუნებინა და ამავე დროს დაგვეცვა პარლამენტის შენობა ძალადობრივი შტურმისგან, იძულებული ვიყავით დაგვეწყო აქტიური საშუალებების გამოყენება“, - განაცხადა კახა საბანაძემ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა