კახა საბანაძე - 20 ივნისის ღამეს პოლიციაზე 150-200 ადამიანი ძალადობდა, თუმცა ზურგს უკან იყვნენ სხვები, რომლებიც მათ ბლაგვ საგნებს, ქვებს და ბოთლებს აწვდიდნენ

შს მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 20 ივნისს პოლიციაზე უშუალო ძალადობაში დაახლოებით 150-200 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მათ „ზურგს უკან ხალხი მხარს უჭერდა“. როგორც შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, პოლიციაზე მოძალადე ადამიანების უკან მყოფი ხალხი, მათ აწვდიდნენ ბლაგვ საგნებს ქვებს და ბოთლებს.

„ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, ეს იყო ასეულობით ადამიანი, 150-200 კაცი უშუალოდ ძალადობდა, თუმცა მათ უკან იყვნენ სხვები, ზურგს უკან ხალხი მხარს უჭერდა, აწოდებდნენ ბლაგვ საგნებს, ქვებს, ბოთლებს, თუმცა ბირთვს, რომელიც დაუპირისპირდა პოლიციას და ურტყამდა, ვფიქრობთ, ასეულობით კაცი შეადგენდა“, - აღნიშნა საბანაძემ.

კითხვაზე: რატომ არ მოხდა ამ ჯგუფების განეიტრალება თავშივე და რატომ არ მოხდა მათი შეყვანა პარლამენტის ტერიტორიაზე, სადაც პოლიციამ რამდენიმე დაკავებული შეიყვანა, კახა საბანაძემ აღნიშნა, რომ პოლიციაზე შეტევა დისტანციურად ხდებოდა.

„კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ არის დაზუსტებული, რამდენი კაცი იყო აგრესიული, შეიძლება იმ ეტაპზე 200-300 მოქალაქე აწვებოდა პოლიციას, მაგრამ ისინი იცვლებოდნენ, ვიღაც იღლებოდა, გამოდიოდა და მას სხვა ცვლიდა, ვიღაც ბლაგვ საგანს ან ქვას იღებდა და ისე უსწორდებოდა პოლიციას. რა თქმა უნდა, ვაკავებდით ამ ხალხს, მაგრამ ისინი, ძირითადად, დისტანციურ კონტაქტში შემოდიოდნენ - "დუბინკებითა" და სხვადასხვა საგნით და მათი პირდაპირ დაკავება და შიგნით შეყვანა, ვერ ხერხდებოდა. შეუძლებელი იყო ყველას დაკავება“, - აღნიშნა საბანაძემ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო