დონალდ ტრამპს რასიზმში ადანაშაულებენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რასიზმში ადანაშაულებენ. ამის მიზეზი „ტვიტერზე“ დაწერილი განცხადება გახდა, სადაც იგი დემოკრატ კონგრესმენებს თავს ესხმის.

„ძალიან საინტერესოა „პროგრესული“ დემოკრატი კონგრესის ქალი წევრების ნახვა, რომლებიც ისეთი ქვეყნებიდან არიან, რომელთა მთავრობები სრული კატასტროფაა, ყველაზე ცუდი, ყველაზე კორუმპირებელი და შეუფერებელი რაც კი მსოფლიოში არსებობს. ახლა ისინი ხმამაღლა ეუბნებიან ამერიკელ ხალხს, ყველაზე ძლევამოსლილ ერს დედამიწაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ“, - დაწერა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნულ კონგრესმენებს უკან სახლში დაბრუნება შესთავაზა. ტრამპს არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა, თუმცა, როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, საუბარია ოთხ დემოკრატ კონგრესმენზე - წარმოშობით პუერტორიკოელ ალექსანდრია ოკასიო-კორტესზე, პალესტინელ რაშიდა თლაიბზე და ასევე აიანა პრესლისზე, რომლებიც აშშ-ში დაიბადნენ და ილჰან ომარზე, რომელიც წარმოშობით სომალელია და აშშ-ში საცხოვრებლად მაშინ გადავიდა, როდესაც ბავშვი იყო.

ნენსი პელოსიმ აღნიშნული განცხადების გამო ტრამპს ქსენოფობი უწოდა.

„როდესაც ტრამპი ოთხ ამერიკელ კონგრესვუმენს ეუბნება, რომ წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში, იგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ მისი გეგმა „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული ქვეყანა“ ყოველთვის ნიშნავდა რომ „გაეხადა ამერიკა კვლავ თეთრი“. ჩვენი განსხვავებულობა ჩვენი სიძლიერეა, ჩვენი ერთიანობა კი ჩვენი ძალაუფლება“, - დაწერა ნენსი პელოსიმ „ტვიტერზე“.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რასიზმში ადანაშაულებენ

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს