ლევან კობერიძე - იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესს ბერმუდის სამკუთხედის მისტიურ პროცესებს შევადარებდი - ხმის მიცემის შედეგები ტელეპატიის რანგში გადადის

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს ბერმუდის სამკუთხედის მისტიურ პროცესებს შევადარებდი - ხმის მიცემის შედეგები, მგონი, ტელეპატიის რანგში გადადის, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან კობერიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს.

“საზოგადეობამ უნდა იცოდეს, თუ რა ხდება რეალურად. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რათა კრიტიკული და რეალური მოსაზრებები მოვისმინოთ. პარლამენტი ძალიან მალე დადგება იმ მნიშვნელოვანი პროცესის წინაშე, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ჰქვია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან კობერიძემ.

დეპუტატის აზრით, პარლამენტში არჩევის პროცესი “ფარსის დამაგვირგვინებელი ეტაპი იქნება“.

“შეიძლება რომელიღაც დეპუტატს, ვისაც შინაგანი წინააღმდეგობა აქვს, მიეცეს შესაძლებლობა იმისა, რომ ამა თუ იმ კანდიდატს ხმა არ მისცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ 76 ხმა პარლამენტში მობილიზებული იქნება. ამ პროცესთან დაკავშირებით კარგს არაფერს ვფიქრობ. სწორედ ამიტომაც დავტოვე უმრავლესობის შემადგებლობა“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

პარლამენტში დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის, ლევან კობერიძის, კობა ნარჩემაშვილისა და ბიძინა გეგიძის მოწვევით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა