ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა გაჩერდეს და სექტემბერში 5-6 ვაკანსიაზე გამოცხადდეს კონკურსი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა გაჩერდეს და სექტემბერში ხუთ-ექვს ვაკანსიაზე გამოცხადდეს კონკურსი, - ასეთია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის პოზიცია.

როგორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წინასწარ შეთანხმებით მოქმედი მაფიოზური ტიპის ჯგუფი არსებობს. მისივე თქმით, სახალხო დამცველიდან დაწყებული, მათემატიკური ანალიზით დამთავრებული, კარგად ჩანს, რომ „დამთხვევების ის ხარისხი, რითაც ეს მაფიოზური ჯგუფი კანდიდატებზე შეთანხმდა, არის გამორიცხული, თუ არა წინასწარი შეთქმულება და გარიგება“.

„ბოლო თვეების განმავლობაში მივუთითებდით დარღვევებზე, რასაც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატების შერჩევის პროცესში ვხედავდით. ისეთი ხარისხის დარღვევები დაგროვდა, რაც პროცესის წინ წასვლას შეუძლებელს ხდის. გარდა იმისა, რომ არსებობს სავარაუდო გარიგება მოსამართლე წევრებს შორის, დამთავრებული იმით, რომ იუსტიციის საბჭო ფაქტობრივად ნათლობას დაემსგავსა, რადგან პროცესში რამდენიმე ადამიანის ნათესავი იღებს მონაწილეობას. ამ პროცესის შედეგად არჩეული ადამიანები უზენაესს სასამართლოს ვერ გააძლიერებენ - პირიქით, მხოლოდ რეპუტაციულ დამღას მიიტანენ იქ“, - განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დოლიძის თქმით, “სასამართლოში არსებული მაფიოზული ჯგუფის სასარგებლოდ, პარლამენტში, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმღვანელობით შეიკერა კანონი“.

“სწორედ კობახიძეა მათი ხმა და ინტერესების წარმომადგენელი პარლამენტში, ვანო ზარდიაშვილთან და სხვა წვრილმანებთან ერთად“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

პარლამენტში, დეპუტატების ლევან გოგიჩაიშვილის, ლევან კობერიძის, კობა ნარჩემაშვილისა და ბიძინა გეგიძის მოწვევით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა