ლევან გოგიჩაიშვილი - გეტირება ადამიანს, ისეთი ხალხის გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების

გეტირება ადამიანს, ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - კლანის წევრების, ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის შინაარსობრივი განსხვავება აღარ არსებობს.

"გეტირება ადამიანს, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა და ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - კლანის წევრების, ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების. უკვე შინაარსობრივი განსხვავება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის აღარ არის. განსხვავებულია აგრესიის დონე. ის იყო საკუთარი მოსახლეობის მოძულე ხელისუფლება, ეს ხელისუფლება არის ყველაფერს რომ გააკეთებს - მოგატყუებს, ფეხს დაგიდებს, სხვა სტილით, თუმცა იმავე ავტორიტარული მისწრაფებებით. ამიტომ ჩვენ არამოსამართლე წევრებს ვთხოვეთ მოსულიყვნენ და საზოგადოების ინფორმირება მოახდინონ. ჩვენ ბუნებრივია, მოვემზადებით იმ პროცესისთვის, რომელიც განვითარდება საქართველოს პარლამენტში, მაგრამ მხარი აუცილებლად უნდა დავუჭიროთ საბჭოს არამოსამართლე წევრებს. ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა თითქოს ჩაყლაპა ეს თემა, მაგრამ მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამ წუთებში საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდებიან. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსა და მათი შერჩევის პროცესს უკავშირდება. შეხვედრას ესწრებიან ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე. შეხვედრას ასევე, ესწრება უმრავლესობის ორი წევრი აკაკი ზოიძე და ბიძინა გეგიძე. ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაზე იმყოფება დავით უსუფაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა