დავით უსუფაშვილი - ლოგიკური იქნება, თუ მოქმედი პარლამენტი რამდენიმე მოსამართლეს დანიშნავს - წელიწადნახევარში ჩვენ უზენაესი სასამართლოს ისე დაკომპლექტებას შევძლებთ, რომ ნდობა გაჩნდეს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, “შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტმა უზენაესს სასამართლოში რამდენიმე ადამიანი განამწესოს და ვაკანსიების უმრავლესობა მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტად დატოვოს.

“სასამართლოში კრიზისმა თავის მწვერვალს გასული წლის ბოლოს მიაღწია. მას შემდეგ არის გარკვეული მცდელობები, რომ კრიზისი გამოსწორდეს, დაიძლიოს, მაგრამ ეს არ არის ადეკვატური მცდელობები, ვინაიდან სასამართლოში საქმეებს განაგებენ იგივე ადამიანები, ვინც სისტემა შეიყვანა იმ კრიზისში, რაც გასული წლის ბოლოს ვნახეთ. ამ ეტაპზე, როცა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გამწესების საკითხია დასმული, მგონია, რომ პარლამენტს შეუძლია, მართლაც რეალური ნაბიჯი გადადგას წინ და აიღოს პასუხისმგებლობა, რაც მას ეკისრება - კერძოდ, სასამართლოში განამწესოს რამდენიმე ადამიანი და ვაკანსიების უმრავლესობა დატოვოს მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები ქვეყანას იმიტომ სჭირდება, რომ ვითარება ყველა მიმართულებით გამოსწორდეს და არა მხოლოდ პარლამენტი იყოს უკეთესი, არამედ უკეთესი იყო ნებისმიერი გადაწყვეტილებები, მათ შორის საკადრო საკითხებში.

“ლოგიკური იქნება თუ ეს პარლამენტი რამდენიმე მოსამართლეს დანიშნავს, რაც სასამართლოს არსებულ პრობლემას მოაგვარებს. წელიწადნახევარში ჩვენ შევძლებთ უზენაესი სასამართლოს ისე დაკომპლექტებას, რომ გაჩნდეს ნდობა. დღეს ეს ვერ მოხდება, თუკი პარლამენტი ყველა ვაკანსიის შევსებას გადაწყვეტს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტში, დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის, ლევან კობერიძის, კობა ნარჩემაშვილისა და ბიძინა გეგიძის მოწვევით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა