ირანის პრეზიდენტი - ირანი მზად არის აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სანქციებს გააუქმებს

ირანი მზად არის აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სანქციებს გააუქმებს და 2015 წელს მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა მოლაპარაკებების. თუ ამ წუთს ისინი ჩაგვრას შეწყვეტენ, თუ ისინი აგრესიას შეწყვეტენ, სანქციებს გააუქმებენ და დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ლოგიკას, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ი ბირთვული შეთანხმებიდან გასულ წელს გავიდა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. მას შემდეგ ირანსა და ვაშინგტონს შორის ვითარება დაძაბულია.

იხილეთ ვიდეო: ჰასან რუჰანი - ირანი მზად არის აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სანქციებს გააუქმებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა