რამაზ საყვარელიძე კახიძე-მელიას დაპირისპირებაზე - პროცესი არჩევნებისკენ მიდის და ალბათ, არაა მომგებიანი იმ გუნდთან ყოფნა, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალდება ბრალდება

პოლიტიკური პროცესი მიდის არჩევნებისკენ და საარჩევნო ეტაპზე, ალბათ, არაა მომგებიანი იმ გუნდთან ყოფნა, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალდება ბრალდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების ოთარ კახიძისა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი გუნდის იმიჯს სჭირდება ჩამოყალიბება და „ევროპული საქართველოს“ იმიჯი ბოლო მოვლენების წყალობით „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეწერა.

„ნებისმიერ იმიჯს ჩამოყალიბებისთვის დრო სჭირდება და ჯერჯერობით „ევროპული საქართველოს“ იმიჯი ბოლო მოვლენების წყალობით მიეწერა „ნაციონალების“ გუნდს. ახლა ეტყობა დაასკვნა „ევროპულმა საქართველომ“, რომ ეს არ არის მათთვის მომგებიანი და თან არსებობს საკითხები, რომლებშიც „ევროპული საქართველოს“ წევრები თვლიან, რომ არ უნდა იკავებდნენ რადიკალურ პოზიციას. ამდენად, ასეთი დისტანცირების პროცესი მათთვის უფრო მისაღებია. მიტინგებმა აჩვენა ისეთი სურათი, რომელსაც შეიძლება „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ვარაუდობდნენ. ცნობილია, რომ ისინი აქტიურობდნენ მიტინგში, მაგრამ ნელ-ნელა მიტინგი წავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს, ხალხის რაოდენობა ძალიან შემცირდა და ხალხის რაოდენობის შემცირებამ უკარნახა „ევროპულ საქართველოს“, რომ ჩარჩნენ იმ ნიშაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნიშა ჰქვია. პოლიტიკური პროცესი მიდის არჩევნებისკენ და საარჩევნო ეტაპზე, ალბათ, არაა მომგებიანი იმ გუნდთან ყოფნა, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალდება ბრალდება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. “ევროპულ საქართველოს“ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ უპასუხა.

„მათი განცხადებები, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის, - განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს