მორჩილი ზაზა - უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს,  ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება

უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მორჩილმა ზაზამ დავით გარეჯში განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუშინ გარკვეული ტიპის ინციდენტს ჰქონდა ადგილი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის. მისივე თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან სიწმინდეები გადმოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს.

"ეს გაუგებრობა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ხატები გამოიტანეს ტაძრებიდან. ცხადია, ამან ხალხი აღაშფოთა, მაგრამ ასეთი რაღაც ყოველთვის მოხდება, მეორეხარისხოვანია კონკრეტულად ის, თუ რა მოხდა გუშინ. ვიდრე მონასტერი არ გაიხსნება და ყველას არ შეეძლება იქ თავისუფლად სიარული ისე, როგორც ადრე ხდებოდა, თუნდაც ხუთი ან ერთი წლის წინ, ეს პრობლემა ასე იქნება", - განაცხადა მორჩილმა ზაზამ.

მისი თქმით, ეს პრობლემა დავით გარეჯში საბჭოთა კავშირის დროს არ შექმნილა და ვინც ასე საუბრობს, იტყუება.

„უდაბნოს მონასტერში პრობლემა შეიქმნა დაახლოებით 2010 წლის შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ხანდახან ტაძრის დაკეტვა. თითქოს, რეაქციას გვისინჯავდნენ. ახლა კი მესამე თვეა უდაბნოს ტაძარი დაკეტილია. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი ვითარება იქნება. ცხადია, როცა მოგიხურავენ მონასტრის კარებს, ამას ყველა გაგებით არ მოეკიდება. ამიტომ მონასტერი სასწრაფოდ უნდა გაიხსნას და ხალხი უნდა შეუშვან. რაც შეეხება იმ მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობს, არსებობს რუკა, რომელიც შევარდნაძემ და ალიევმა დაადგინეს, რომ ეს უნდა იყოს საზღვრის განმსაზღვრელი, ეს არის ერთადერთი ოფიციალური რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ მხარეებმა", - განაცხადა მორჩილმა ზაზამ.

იხილეთ ვიდეო: უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს, ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება - მორჩილი ზაზა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა