საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება დაასრულა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება დაასრულა.

შედეგებზე კომიტეტი 16 ივლისის სხდომაზე იმსჯელებს და დასკვნას დადებს.

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, მოქალაქეთა ხელმოწერებთან ერთად, პარლამენტში 13 ივნისს შეიტანა. მათი ინფორმაციით, 200 000-ის მაგივრად, 250 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილია კიდევ ერთი კონსტიტუციური პროექტი, რომელიც მომდევნო - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი - ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა