საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ელჩის დაბარება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

"სამწუხაროდ, ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ამ ინციდენტს განვიხილავთ, როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებისკენ მიმართულ პროვოკაციას", - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ჩვენ ქართულ მხარეს ვთხოვეთ ინციდენტის გამოძიება, შესაბამისი ზომების მიღება და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირება შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: რატომ დაიბარეს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში?

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა