აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახური - საქართველოს მოქალაქეებმა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების წინააღმდეგ ინციდენტის პროვოცირება განახორციელეს

საქართველოს მოქალაქეებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის შამკირის სასაზღვრო ჯგუფის წინააღმდეგ ინციდენტის პროვოცირება განახორციელეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის თანამშრომლები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

„სახელმწიფო საზღვრის სამსახურის თანამშრომლებმა სასწრაფოდ მიიღეს შესაბამისი ზომები, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა", - განაცხადეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურში.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით , ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, ინციდენტი ერთობლივად იქნა გამოძიებული და მხარეებმა განიხილეს საჭირო ზომები იმისათვის, რომ მომავალში აცილებულ იქნას ანალოგიური ინციდენტები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს