სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე პარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართება

სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე პარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვის მიზნით საინიციატივო ჯგუფისა და დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

4 ივნისს, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პარლამენტს რეზოლუციის პროექტით მიმართა, რომელიც მიზნად ისახავს “სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის“ შეფასებას და საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებების დაგეგმვას.

რეზოლუციის პროექტს რვა პოლიტიკურმა ჯგუფმა და შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი.

აღნიშნულთან დაკავშირებით 16 ივლისს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან თანამშრომლობით გაიმართება შეხვედრა, სადაც მოწვეული არიან რეზოლუციის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დაინტერესებული დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციებიდან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა