შსს 20-21 ივნისის მოვლენებისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პოლიციელის დაკავებას ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისის მოვლენებისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პოლიციელის დაკავებას ეხმაურება. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა, რომლის დასრულებისთანავე უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს.

"20 ივნისის მოვლენებისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა, რომლის დასრულებისთანავე უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს. გენერალურმა პროკურატურამ სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დღეს ერთ-ერთი სამართალდამცავი დააკავა.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიტიკოსების მოწოდებების შედეგად, აქცია გახდა ძალადობრივი, მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტის შენობის შტურმით აღება და ფიზიკურად იძალადეს პოლიციელებზე, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები. აღნიშნული საშუალებების გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა, ხოლო დისციპლინურ გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ", - განაცხადეს შსს-ში.

პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 1 პოლიციელი დააკავეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო