ირანის წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი დედოფლისწყაროს ეწვია

საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და ირანის წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი ალი ასგარ ფეივანდი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ ჯანიაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ნუგზარ პაპიაშვილს შეხვდნენ.

მათივე ცნობით, ალი ასგარ ფეივანდმა წითელი ჯვრის პირველადი ჯანდაცვის კლინიკა დაათვალიერა და მედპერსონალს გაესაუბრა.

დელეგაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას გეგმავს. მათი დედოფლისწყაროში ვიზიტიც ამ მიზანს ემსახურება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს