სოფიო ქაცარავამ  სიტყვით მიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრის მონაწილეებს

სოფიო ქაცარავას ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ხელმძღვანელობით გაიმართა სამმხრივი საპარლამენტო შეხვედრა, სადაც მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი თანამშრომლობის საკითხები და არსებული გამოწვევები.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოებაზე და ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკული და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

მათივე ცნობით, სოფიო ქაცარავამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სამ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მაღალი დონის სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ისაუბრა პარლამენტის როლზე ამ კავშირების განმტკიცებაში.

სოფიო ქაცარავამ ასევე, ისაუბრა რეგიონის სტაბულურობაზე, განვითარებასა და მშვიდობაზე, რაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს სამივე ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას და საერთო მიზნებისკენ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოების დონეზე.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა კვლავ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და მაღალი შეფასება მისცეს სამმხრივ საპარლამენტო ფორმატს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მონაწილე ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაში.

"უკვე მეორე წელია ვატარებთ ამ ფორმატს, რომელიც საუკეთესო პლატფორმაა სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩართულობით, საერთო საკითხებისა და გამოწვევების, ასევე თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განსახილველად. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდოთ, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ფორმატის განვითარებასა და გაფართოებაზე. მომავალ წელს ვგეგმავთ მორიგი შეხვედრის ჩატარებას და წლის განმავლობაში ფორმატის ფარგლებში ერთობლივად მიღწეული შედეგების განხილვას", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წევრი - რამაზ ნიკოლაიშვილი.​

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს