დავით უსუფაშვილი - IRI-ის კვლევის შედეგები შესაძლოა, საინტერესო გზავნილი იყოს პოლიტიკოსებისთვის

IRI-ის კვლევის შედეგები არის მნიშვნელოვანი მონაცემი და შესაძლოა, საინტერესო გზავნილი იყოს პოლიტიკოსებისთვის, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

„ამ მონაცემებთან დაკავშირებით, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მონაცემები იმისთვის, რომ ტენდენციები დავინახოთ და ტენდენციებში მე მაინც და მაინც არ მიკვირს ეს ყველაფერი. შესაძლოა, რომ ეს საკმაოდ საინტერესო გზავნილი იყოს პოლიტიკოსებისთვის. ყოველ წუთში თვალში რომ ეჩხირები მოქალაქეს, დადებითადაც განეწყობა და უარყოფითადაც“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო