ადვოკატის განცხადებით, გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ფეხბურთელი გიორგი გეთიაშვილი თავს დამნაშავედ სცნობს

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფეხბურთელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სცნობს და შესაბამისად, რადგან ეს პოზიცია დაიჭირა, მიგვაჩნია, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი, სავარაუდოდ, საპროცესო შეთანხმებით დასრულდება ეს საქმე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ფეხბურთელის გიორგი გეთიაშვილის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა ფეხბურთელმა ლაშა ჩაფიძემ სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებასთან ითანამშრომლა.

„რა თქმა უნდა, ჩემი სამართლებრივი აზრი გამაჩნია, მაგრამ სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში ვერ ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი იურისტი, ადვოკატი ყოველთვის მიესალმება მსუბუქ აღკვეთ ღონისძიებას და სასამართლოს მხრიდან გამოტანილ გირაოს დადებითად შევაფასებდი. თუმცა, ამას თავისი წინაპირობები ჰქონდა. როგორც სასამართლოზე გაიჟღერდა ინფორმაცია, კონკრეტულმა ბრალდებულმა სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლა, ასევე უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ეს რა თქმა უნდა, იმის საფუძველი იყო, რომ მას აღკვეთი ღონისძების სახით შეფარდებული პატიმრობა შეცვლოდა გირაოთი“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

როგორც ის განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი გეთიაშვილი დანაშაულს აღიარებს, ამასთანავე, წარსულში ნასამართლევრი არ არის, რის გამოც, მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მკაცრი არ უნდა იყოს.

„ზოგი ბრალდებული აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ზოგი არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ სცნობს, ხოლო გარკვეული ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მისი პოზიციაა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სცნობს და შესაბამისად, რადგან ეს პოზიცია დაიჭირა, მიგვაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, ან საპროცესო შეთანხმებით დასრულდება აღნიშნული საქმე, თუ აღნიშნულით არ დასრულდება ეს საქმე, ესეც არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან სასამართლოსგანაც არ უნდა ველოდოთ მკაცრ სასჯელს, ვინაიდან ბრალად წარდგენილი ქმედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშუალისაა. ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარება საკმარისი საფუძველია იმისათის, რომ მკაცრი სასჯელი არ მივიღოთ“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, საქმეზე სულ 11 ფეხბურთელი იყო დაკავებული. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჯაყელის, ირაკლი ხუჭუას და ნიკა დაუშვილთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დარჩა.

რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს 10-10 ათას ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა