დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს მიწვევით, აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირადი მიწვევით 16-19 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში.

ვაშინგტონში გასამართ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით, უმასპინძლებს მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რელიგიურ ლიდერებს და სამოქალაქო აქტივისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მინისტერიალზე განხილული იქნება თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, რელიგიურ შეუწყნარებლობასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზები.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს თავის უცხოელ კოლეგებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში 18 ივლისს, ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) თანამშრომლობისა და პარტნიორობისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო