ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატებმა და პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება  გაასაჩივრეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს ადვოკატებმა და პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გ.ბ.-ს ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დასაბუთებაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვით წერია, თუ რატომ გაეზარდა მსჯავრდებულ არასრულწლოვნს 9 თვით სასჯელი.

„სააპელაციო სასამართლოს მიერ ლევან დადუნაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გავასაჩივრე. როგორც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში დასაბუთებული არ არის, დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში მტკიცებულებები არ არის. უფრო მეტიც, მიყენებული სასიკვდილო ჭრილობის პარამეტრები, ტანსაცმელზე არსებული პარამეტრები და დანის პარამეტრები ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებითაც არ დასტურდება აღნიშნულ ეპიზოდში გ.ბ.-ს მონაწილეობა სასიკვდილო ჭრილობის მიყენების კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ორი ინსტანციის სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ გ.ბ. არ მონაწილეობდა ფარდულის ეპიზოდში და მას დავით სარალიძისათვის არ მიუყენებია არანაირი დაზიანება, ბრალდების მხარე მაინც დაუსაბუთებელი და აბსურდული არგუმენტებით ცდილობს უზენაეს სასამართლოში მიაღწიოს იმას, რასაც ორი ინსტანციის სასამართლოში ვერ მიაღწია.

განაჩენში მხოლოდ ორი ფრაზა წერია, რომ რესოციალიზაციისათვის არ იყო საკმარისი ის სასჯელი, რომელიც საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. ეს, რა თქმა უნდა, დასაბუთება არ არის, სასამართლომ მართლაც ყოველგვარი მყარი დასაბუთების გარეშე გაზარდა 9 თვით სასჯელი. განაჩენში ვერ ამოიკითხავთ კონკრეტულ მყარ დასაბუთებას, თუ რატომ გაიზარდა სასჯელის ზომა“, - აცხადებს რამაზ ჩინჩალაძე.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ 3 ივნისს, ცვლილება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განაჩენში. კერძოდ კი, სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის განაჩენი იმ ნაწილში, რომ გ.ჯ.-მ ჩაიდინა დ.ს.-ის მხოლოდ მკვლელობის მცდელობა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დ.ს.-ის განზრახ მკვლელობა ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ.-ს და ასევე სხვა დაუდგენელი პირის მიერ. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ.ს.-ის მკვლელობა ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ.-ს მიერ, თუმცა არა გ.ბ.-სთან ერთად. რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს დაუმძიმა სასჯელები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად თითოეულს სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით.

ხორავას საქმე - მსჯავრდებულების ადვოკატებმა და პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა