საქართველოს ელჩს აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დავით გარეჯის ინციდენტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება და მომხდარის გამოძიება მოსთხოვეს

აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 14 ივლისს მომხდარი ინციდენტის თაობაზე. კერძოდ, „ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის დარღვევის, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებზე თავდასხმისა და მათი შეურაცხყოფის თაობაზე“.

ამასთან, როგორც სააგენტო „თურანი“ აღნიშნავს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მხარისგან გამოძიების ჩატარება, შესაბამისი ზომების მიღება და ამის შესახებ ოფიციალური ბაქოს ინფორმირება მოითხოვა.

„სინანულით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი მოქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების წარმოქმნისაკენ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებისა და მისი შედეგების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელეს, თუმცა მასში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების თაობაზე არაფერია ნათქვამი.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა