„ნენსკრა ჰიდროს“ კონტრაქტორი კომპანიის მენეჯერი - სვანეთში დაზიანებული გზისა და ხიდების რეაბილიტაცია და „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

სვანეთში, ნენსკრას ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზისა და ხიდების რეაბილიტაცია და „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სს ნენსკრა ჰიდროს სამშენებლო კონტრაქტორი კომპანია “ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა გიორგი ჩალათაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მართალია წელს სტიქიის გამეორებამ მიმდინარე სამუშაოები გარკვეულწილად შეაყოვნა, თუმცა გასული წელს მომხდარი სტიქიის შედეგად ჩამოტანილი მასის გაწმენდით სამუშაოები წელს დასრულდება.

„შარშანდელი სტიქიის მიერ დაზიანებული ხიდების რეკონსტრუქცია გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ. დაახლოებით 9 კილომეტრის გზა იყო დაზიანებული, წაღებული იყო ტიტა-პაპალარას ხიდი, რომელიც ახლა აღდგა. ნენსკრას კალაპოტი დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილზე უკვე მოწესრიგდა. მესტიის გადმოსახვევიდან კაშხლამდე 11 ხიდი უნდა აშენდეს, რომელიც 100 ტონა ტვირთმზიდობის იქნება, სწორედ ამ ხიდებმა უნდა გაატარონ გვირაბ გამყვანი მანქანები. 7 ივნისს მომხდარმა სტიქიამ კიდევ შეგვაყოვნა, თუმცა წელს სამუშაოები აუცილებლად დასრულდება“, - განმარტავს გიორგი ჩალათაშვილი.

მისივე თქმით, გასული წლის 5 ივლისს „ნენსკრა ჰესის“ კაშხალი აშენებული რომ ყოფილიყო, ჭუბერი მომხდარ სტიქიას გადაურჩებოდა.

რაც შეეხება კითხვას, იგეგმება თუ არა ნენსკრას ხეობაში სტიქიის განმეორებიდან გამომდინარე, სტიქიური მოვლენების ადრეული შეტყობინებების სისტემების გამოყენება, ჩალათაშვილი აცხადებს, რომ სტიქიური უბედურების პრევენციისთვის სენსორული მოწყობილობები დამონტაჟდება.

„შარშან ჰესი აშენებული რომ ყოფილი, მდინარე ნენსკრას გადაკეტვა მოხდებოდა და იმ მასას, რომელიც ოკრილიდან ჩამოვიდა ნენსკრას კალაპოტი გაატარებდა და გაუძლებდა. სტიქიის თავის ასარიდებლად წყლის დონის ადიდების, ღვარცოფის მოვარდნის და სტიქიური უბედურებების წინასწარ განსაზღვრისთვის დამონტაჟდება სენსორული მოწყობილობა,“-განაცხადა „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ( EIB, EBRD, ADB), რომლებიც პროექტის ინვესტორებად მოიაზრებიან, წელიწადში ორჯერ ატარებენ აუდიტს, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს.

„წელიწადში ორჯერ ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მიერ მოწმდება ის სტანდარტები რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს საპროექტო კომპანიამ და მისმა კონტრაქტორმა. მოწმდება ყველა მიმართულებით - შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოების ნორმები, გარემოს დაცვის ნორმები, მშენებლობის ხარისხი, ადგილობრივთა დასაქმება და მათი რაოდენობა. პროექტის ვალდებულებაა, რომ დასაქმებულთა რაოდენობაში 80% ადგილობრივების წილი უნდა იყოს. ერთი აუდიტი მარტში ჩატარდა, ისევ 10 ივნისს უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა 7 ივნისის სტიქიამ აუდიტის გეგმური შემოწმება სექტემბრამდე გადაავადა“, - განაცხადა გიორგი ჩალათაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს