სოფელ კვალითის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონში სოფელ კვალითის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მერიიდან აცნობეს.

როგორც ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, გზების რეაბილიტაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გრძელდება.

„საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები სოფელ კვალითში, აბანოს გზაზე მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 130180 ლარია. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირზე ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო როუდ ინვესტი“ ასრულებს“, -აცხადებენ მერიაში.

გზის აღდგენის სამუშაოები სოფელ კვალითში მერის მოადგილემ, დავით მაღრაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ ადგილობივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დაათვალიერეს.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქალაქის 14 ქუჩისა და 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის თვალსაზრისით მასშტაბური პროექტები განვახორციელეთ. პროცესი გრძელდება და 2021 წლისთვის, არცერთი სოფლის ცენტრალური უბნის გზა არ დარჩება კეთილმოწყობის გარეშე“,-განაცხადა ზესტაფონის მერის მოადგილემ დავით მაღრაძემ.

სოფელ კვალითში, აბანოს გზის კეთილმოწყობა 2017 წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით, 3 კმ - იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იყო განსაზღვრული, რომლის აღდგენაც მიმდინარე წელს დასრულდება. რეაბილიტირებული გზა სოფლის ორი სხვადასხვა უბანს დააკავშირებს ერთმანეთთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს