გაერო შეშფოთებულია, რომ აშშ-ში ირანის საგრეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესეს

გაერო შეშფოთებულია იმის გამო, რომ აშშ-ში ირანის საგრეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესეს.

ზარიფი ნიუ-იორკში 14 ივლისს ჩაფრინდა, მან მონაწილეობა უნდა მიიღოს 17 ივლისს გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში დაგეგმილ შეხვედრაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ზარიფს ვიზა მისცა, თუმცა, მისი გადაადგილება ნიუ-იორკში მკაცრად არის შეზღუდული. კერძოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის დელეგაციას ნიუ-იორკში მხოლოდ გაეროს სათავო ოფისსა და ირანის წარმომადგენლის რეზიდენციას შორის შეუძლია გადაადგილება.

„ამერიკელი დიპლომატები თეირანში არ დასეირნობენ, ამიტომაც ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს იმისა, რომ ირანელი დიპლომატები ნიუ-იორკში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი ზარიფის შავ სიაში შეყვანას და მისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, თუმცა, როგორც თავად ზარიფმა განაცხადა, მას ირანის გარეთ არანაირი ანგარიშები არ გააჩია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა