კახა კალაძე - ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებენ, არასწორია - ქალაქი გარეუბნებად და ცენტრალურ უბნებად არასდროს დაგვიყვია

მიკროავტობუსები და ავტობუსები გადაინაწილებენ ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტით დაფარულ არეალს და მიკროავტობუსები შეასრულებენ ავტობუსებთან დამაკავშირებელ ფუნქციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებენ, არასწორია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო, ვინაიდან არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთდა იმ კვლევებს და ანალიზს, რომელიც კომპანია „სისტრამ“ წარმოგვიდგინა. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. ეს არ არის სწორი. მიკროავტობუსები და ავტობუსები გადაინაწილებენ ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტით დაფარულ არეალს და მიკროავტობუსები შეასრულებენ ავტობუსებთან დამაკავშირებელ ფუნქციას. ამასთანავე, ისინი იმოძრავებენ ისეთ ქუჩებზე, სადაც ქუჩის გაბარიტებიდან გამომდინარე ავტობუსის გადაადგილება არ არის მიზანშეწონილი. ასეთი ადგილები ბევრია ძველ თბილისში, ქალაქის ცენტრში,“ - აცხადებს კახა კალაძე.

მისივე თქმით, მერიას გარეუბნებად და ცენტრალურ უბნებად ქალაქი არასოდეს დაუყვია და ყველგან თანაბრად ხდება მუნიციპალური სერვისების მიწოდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელი და გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტში, ითვალისწინებს მთელი ქალაქის სატრანსპორტო ქსელის გადანაწილებას იმგვარად, რომ მიკროავტობუსები ივლიან ისეთ მარშრუტებზე, სადაც ქუჩების გაბარიტებიდან გამომდინარე ვერ გადაადგილდება ავტობუსი, ან დღესდღეობით გადაადგილდება და ქმნის შეფერხებებს, ან საპირისპიროდ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შეხვედრისას ექმნება გვერდის აქცევის პრობლემა. პრაქტიკულად, დღეს თუ გვაქვს მიკროავტობუსების და ავტობუსების ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სატრანსპორტო ქსელი, ახალი სისტემა იქნება ინტეგრირებული სისტემა, რომლის ფარგლებში მიკროავტობუსები იქნება ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება,“ - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს