კახა კალაძე კალათბურთის გულშემატკივრებს 2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩატარებას ულოცავს

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტურნირის მასპინძლობის სურვილის შვიდმა ქვეყანამ გამოთქვა, საიდანაც საქართველო შეირჩა.

"მინდა მთავრობის სხდომა სასიხარულო ინფორმაციით დავასრულო - 2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება. გუშინ მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა, მათ შორის საქართველოც. ტურნირის მასპინძლობის სურვილის შვიდმა ქვეყანამ გამოთქვა – საქართველომ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, უნგრეთმა, იტალიამ და სლოვენიამ და მათ შორის შეირჩა საქართველო, ჩეხეთი, გერმანია და იტალია. მინდა მივულოცო კალათბურთის გულშემატკივრებს და მთლიანად ქვეყანას",- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო