კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა სხვადასხვა სფეროში მომუშავე უხუცესებთან ერთად გახსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა სხვადასხვა სფეროში მომუშავე უხუცესებთან ერთად გახსნა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიან თბილისს და ზრუნავენ დედაქალაქზე.

კალაძის თქმით, აქ არიან ადამიანები, რომლებსაც 20, 30 40-წლიანი სტაჟი აქვთ და მათი შრომა დასაფასებელია.

დედაქალაქის მერმა უხუცესებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ის ადამიანები , რომელთა ყოველდღიურ შრომაზე დგას თბილისის მუნიციპალიტეტი. ეს გახლავთ ადამიანები, რომელთა ყველაზე დიდი სტაჟი გააჩნიათ, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან თბილისს და თბილისელებს. სამწუხაროა ის, რომ ამ ადამიანებს არ იცნობს საზოგადოება. მათ არ აქვთ თანამდებობები და ისინი შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან, ქუჩებში, დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების მანქანებში, სახელოვნებო სასწავლებლებში ბიბლიოთეკებში და ა.შ.

ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისებს, ვიძახებთ რთულ სიტუაციებში, ვანდობთ ჩვენს პატარებს და ჩვენს სიცოცხლესაც კი. არვიცი რომელ მათგანზე შევაჩერო ყურადღება, ისინი საოცარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები არიან, მათი ისტორიები არის უნიკალური და გამორჩეული. თითოეული არის მაგალითი შრომის კეთილსინდისიერების და პატიოსნების.

მე მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, იმ შრომისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. ნამდვილად დასაფასებელია მათი მოღვაწეობა აქ არიან ადამიანები, რომლებსაც 20, 30 40 წლიანი სტაჟი აქვთ. ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ თბილისში, რითაც ამაყობს ყველა თბილისელი და ეს ზუსტად თქვენი დამსახურებაა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა