ეკა ბესელია - ის, რომ მხოლოდ ერთი სამართალდამცველია დაკავებული 21 ივნისის შემდეგ, ყველაზე დიდი დანაშაულია

ის, რომ ამ დრომდე მხოლოდ ერთი სამართალდამცველია დაკავებული 21 ივნისის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია, - ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

მისი თქმით, მხოლოდ ერთი პოლიციელის დაკავება შერჩევითი სამართლის განცდას ქმნის.

"ეს არ არის საკმარისი. ის, რომ დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე და მხოლოდ ერთი პირი იმ პოლიციელთაგან თუ სპეცრაზმელთაგან, რომელთაგან არაერთი, არამედ რამდენიმე ვიხილეთ ძალადობრივი ეპიზოდის განმახორციელებლის როლში, ვიხილეთ პირდაპირ, როგორ ხდებოდა უფლებამოსილების გადამეტება და დანაშაულის ჩადენა და ერთზე მეტი ადამიანი რომ არ არის ამ დრომდე გამოკვეთილი და იდენტიფიცირებული, ეს პრობლემაა. ეს არ არის სამართლიანი, ეს შერჩევითი სამართლის სურათს ქმნის და ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც მოხდა 21 ივნისის შემდეგ", - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა