რუსეთის რამდენიმე რეგიონში ტყეებში ხანძრის შედეგად ათასობით ჰექტარი დაიწვა

რუსეთში, ჩუკოტკის ავტონომიური ოლქის ტყეებში ხანძრის 11 კერაა, რომელთა საერთო ფართობიც 14 ათას ჰექტარს აღწევს. ხანძარი დასახლებული პუნქტებიდან შორს არის.

რაც შეეხება ირკუტსკის მხარეს, იქ ხანძრის 80-ზე მეტი კერაა დაფიქსირებული, რომლის ფართობი 114 ათასი ჰექტარია. ხანძრის რამდენიმე კერა უკვე ლიკვიდირებულია.

რესპუბლიკა ბურიატიაში დაახლოებით 1 800 ჰექტარამდე იწვის.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს