ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ თვალზე ხელი აიფარა და 20 ივნისს დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა

ბათუმის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ პროტესტის ნიშნად თვალზე ხელი აიფარა და იმ ახალგაზრდებს სოლიდარობა გამოუცხადა, რომლებმაც თბილისში განვითარებული მოვლენების დროს თვალი დაკარგეს.

მირდატ ქამადაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მომხდარის გამო დაადანაშაულა და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.

"ეს იქცა ერთგვარ პერფორმანსად, რომელიც საზოგადოებას ცალსახად აცნობს, რომ საქართველოს მთავრობა თვალს თხრის თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს", - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ბათუმის საკრებულოში სხდომა თბილისში განვითარებული მოვლენების გამო კამათით დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო