ანა დოლიძე - მოსამართლე ილონა თოდუა ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი, ზურაბ ადეიშვილის ნარჩენია

ილონა თოდუა არის ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლე, ე.წ. ზურაბ ადეიშვილის ნარჩენი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

დოლიძის თქმით, მოსამართლე თოდუა წინა ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა. მისი თქმით, 2012 წელს მოსამართლე თოდუას დაჯარიმებული ჰყავს პარტია "ქართული ოცნება". მისივე განმარტებით, ილონა თოდუას, ასევე პოლიტიკურად მგრძნობიარე პერიოდში დაჯარიმებული ჰყავს ტელეკომპანია "იმედი" და გამოტანილი აქვს არა ერთი მიკერძოებული და პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ამასთან, ანა დოლიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მოსამართლე ილონა თოდუამ მის სახელზე გაფორმებული საცხოვრებელი ბინა 2014 წელს დედას გადაუფორმა, ამის შემდეგ კი, საკუთარი ბინის ქირა იუსტიციის საბჭოს მოსთხოვა.

"დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ადრე დაკვეთებს ასრულებდნენ, კომფორტულად ჩაბმულები არიან საქმიანობაში, რომელიც კორუფციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანს სვამს. შემთხვევითი ჩუქებები, საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ უცებ გახსნილი ხელგაშლილობა არის ფართო ტენდენცია ჩვენს საჯარო სივრცეში. ჩვენ არაერთი წევრი ვიცით საქართველოს პარლამენტში: დავით მათიკაშვილი,ზაზა გაბუნია, ნინო წილოსანი, რომლის ოჯახის წევრებს უცებ უჩნდებათ ჩუქების სურვილი მათ მიმართ. სასამართლოშიც ოჯახის წევრების მიმართ უცებ გახსნილი სიყვარული და ხელგაშლილობა მიუთითებს შესაძლო კითხვის ნიშნებზე. ძალიან კარგია, რომ მოსამართლე თოდუა აქ მობრძანდება და ჩვენს კითხვებს პასუხს გასცემს იმის თაობაზე, თუ საიდან მოვიდა მისი უეცარი ხელგაშლილობა მისივე ოჯახის წევრების მიმართ", - განაცხადა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომას მოსამართლე ილონა თოდუაც ესწრება. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილება არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ეხება იუსტიციის საბჭოს მიერ სწორედ მისი საცხოვრებელი ფართის დაქირავებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა