ეკა ბესელია მზადაა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი იურისტების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის ინიცირებაში ჩაერთოს

მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ამ რეზოლუციის პროექტს, ჩართული ვიყავი სამუშაო პროცესში და ვადასტურებ რომ მზად ვარ ვიყო ჩართული მის ინიცირებაში, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რეზოლუციის პროექტის შესახებ განაცხადა, რომელიც საერთო სასამართლოებში კლანურ მმართველობას ეხება და საინიციატივო ჯგუფისა და დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის მიერ არის მომზადებული.

"სასამართლო უნდა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან, სამწუხაროდ, დღეს ამ ტიპის მმართველობა სახეზეა. დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ შევხვდებით იმ იურისტებს, რომლებიც ამზადებენ ამ რეზოლუციის პროექტს და ჩვენ მზად ვართ, რომ ინიცირება მოვახდინოთ ამ რეზოლუციის, რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი პარტიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ინიცირებას დავიწყებთ, იმიტომ რომ სასამართლოს სჭირდება გათავისუფლება ამ არაჯანსაღი მმართველობისაგან. უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო კომისია, რომელმაც ძალიან მოკლე ვადაში უნდა განახორციელოს კონკრეტული ცვლილებები, რათა სასამართლოში იყოს დამოუკიდებლობის და სამართლიანი სასამართლოს აბსოლუტური საფუძვლები. მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ამ რეზოლუციის პროექტს, ჩართული ვიყავი სამუშაო პროცესში და ვადასტურებ, რომ მზად ვარ, ვიყო ჩართული ინიცირებაში, რომელმაც სახელი უნდა დაარქვას სასამართლოში ასებულ არაჯანსაღ მმართველობას და იმ აუცილებელ ცვლილებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს მოკლე პერიოდში. თუ ამას ეს პარლამენტი არ გააკეთებს, ამას გააკეთებს ახალი პარლამენტი და გააკეთებს უფრო სწრაფად", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო