ნაზი ჯანეზაშვილი - დასტურდება, რომ იუსტიციის საბჭოში „კლანია" და ეს ხალხი ლობირებს თუნდაც ილონა თოდუას

იუსტიცის საბჭოს დღევანდელი დღის წესრიგი ადასტურებს იმას, რომ "კლანია" იუსტიციის საბჭოში, რომ ეს ხალხი ლობირებს თუნდაც მოსამართლე ილონა თოდუას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ილონა თოდუა ვერ მოხვდებოდა დღეს, ასე სწრაფად, დღის წესრიგში, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ჯანეზაშვილი გამოეხმაურა საბჭოს ფორმატსა და სხდომას, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა ესწრება. სხდომაზე კი ერთ-ერთ საკითხად განიხილება ჯანეზაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია,

რომლის თანახმადაც მოსამართლე ილონა თოდუამ მის სახელზე გაფორმებული საცხოვრებელი ბინა 2014 წელს დედამისს გადაუფორმა, ამის შემდეგ კი, სადაც საცხოვრებლად გადავიდა იმ ბინის თანხას იუსტიციის უმაღლესი საბჭო უხდიდა.

"დასტურდება, რომ "კლანია" იუსტიციის საბჭოში , რომ ეს ხალხი ლობირებს თუნდაც ილონა თოდუას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თოდუა ვერ მოხვდებოდა დღეს ასე სწრაფად იუსტიციის საბჭოს დღის წესრიგში, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ხვალ უკვე ვიწყებთ გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი ბოლომდე იბრძოლებს, იმისათვის რომ თავისი ხალხი, ილონა თოდუები და სხვები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურად იხილონ. როგორც ჩანს არის,რაღაცა ფსონი დადებული ადამიანზე, მიხეილ ჩინჩალაძეს და მის ხალხს აწყობს, სწორედ ილონა თოდუას მსგავსი ადამიანები.

თოდუა 4 წელი იყო იუსტიციის უამღლესი საბაჭოს წევრი, მას ფაქტობრივად, ხმა არასდროს ამოუღია. მე ვესწრებოდი მაშინ სხდომებს და ვაკვირდებოდი, როგორ მიდოდა პროცესი, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ადამიანი, რომელიც სიჩუმით, (როგორც ახლა დღეს ზაზა ხარებავა გვყავს) სარგებლობდა", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ამასთან, ჯანეზაშვილი ითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეწყვიტოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა და კონკურსი ხელახლა გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ილონა თოდუაც არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა