საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციურ პარტიათა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერების ნაწილი ბათილად ცნო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ოპოზიციურ პარტიათა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერების ნაწილი ბათილად ცნო.

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში 228 559 მოქალაქის ხელმოწერით წარადგინა. როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, მათგან 26 386 ხელმოწერა გაბათილდა, ხელმოწერ პირთა მონაცემებში აღმოჩენილი ხარვეზებისა და უზუსტობების გამო. საუბარია არასწორად მითითებულ სახელსა და გვარზე, დაბადების თარიღზე, პირად ნომერზე, მისამართზე, ტელეფონის ნომერზე, არასწორ ხელმოწერასა და თარიღზე.

კომიტეტმა ნამდვილად 202 173 მოქალაქის ხელმოწერა მიიჩნია. შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიათა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში სწორედ ამ რაოდენობის ხელმოწერებით იქნება ინიცირებული.

საკომიტეტო განხილვისას “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ კომიტეტს გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა, რათა გაიგონ, თუ რატომ მოხდა არასწორი მონაცემების მითითება და ვინ “იმუშავა არაკეთილსინდისიერად მათ წრეში“.

ოპოზიციური პარტიების საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით – 3%-იანი ბარიერისა და ბლოკების პირობებში უნდა ჩატარდეს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილია კიდევ ერთი კონსტიტუციური პროექტი, რომელიც მომდევნო - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი - ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა