პაატა ზაქარეიშვილი - უმჯობესია დავით გარეჯის მონასტერი იყოს დაცული და საზღვრის გამო არ დავარღვიოთ აზერბაიჯანთან ურთიერთობები

გუშინ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების წინაშე არ გამოდის ინიციატივით ახსნას ეს სიტუაცია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დავით გარეჯის მონასტრის ირგვლივ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო საზღვრის საკითხი ამ წუთებში ვერ მოგვარდება, ამიტომ უმჯობესია მონასტერი იყოს დაცული და სახელმწიფო საზღვრის გამო არ დავარღვიოთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები.

„ის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ დავით გარეჯზე შეიძლება ქულები დაიწეროს და ხელები მოითბოს, ხვდება, რომ თუ ახლა ხელიდან გაუშვებენ დავით გარეჯის თემას, ხვალ რთული იქნება მისი დაბრუნება. გუშინ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების წინაშე არ გამოდის ინიციატივით ახსნას ეს სიტუაცია. ერთადერთი, რაც ნორმალური იყო, ადგილობრივი ოფიცერი თეიმურაზ კუპატაძე გამოვიდა და ყველაფერი ახსნა, თუმცა ამას ოფიცრები არ უნდა აკეთებდნენ, პოლიტიკოსებმა უნდა შეფუთონ ეს საქმე პოლიტიკურად. სამწუხაროდ, ამ საკითხზე მსჯელობა საგარეო საქმითა სამინისტროდან და სხვა უწყებებიდან არ იმართება და შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობის გამო, გარკვეული ძალები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.

ხალხის რეაქცია ამ ფაქტზე ბუნებრივია. მე კარგად მახსოვს, როგორ ხდებოდა ყველაფერი აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთი არაა და არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი. როგორ შეიძლება შენი ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება სხვა ქვეყნის სასაზღვრო ჯარებს მიუვარდეს და ლანძღოს? - ეს ტერიტორია აზერბაიჯანული მხარისათვის არ არის სადაო, ისინი თვლიან მას კანონიერად. სახელმწიფო საზღვრის საკითხი ამ წუთებში ვერ მოგვარდება, მაგრამ მოგვარებადია მონასტრის საკითხი. რა უფრო მნიშვნელოვანია, მონასტერი იყოს დაცული და შენახული, თუ სახელმწიფო საზღვრის გამო დავარღვიოთ ყოველგვარი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები? ერთადერთი სტრატეგიული ურთიერთობა კავკასიაში, რომელიც ეხება მთელს რეგიონს, არის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობა და აქ გადის უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის ინტერესი,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: უმჯობესია დავით გარეჯის მონასტერი იყოს დაცული და საზღვრის გამო არ დავარღვიოთ აზერბაიჯანთან ურთიერთობები

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა