"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები იყო. სამადაშვილის ინფორმაციით, ელჩებთან დაისვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის აუცილებლობა.

"ჩვენ შეხვედრაზე დიპლომატებს ვაჩვენეთ ის უწყევეტი კადრები, რომელიც არსებობს და რომელიც ადასტურებს, რომ ნიკა მელია რეალურად ცდილობდა მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულიყო ხელისუფლებასთან მაშინ, როდესაც ხელისუფლება მას ადანაშაულებს ძალადობრივ შეჭრის მცდელობაში. გავაცანით ასევე ინფორმაცია ყველა იმ უზუსტობასა და ტყუილზე, რომელიც გააჟღერა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბატონმა გახარიამ, მათ შორის ისიც, რომ გახარიამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ელჩები იმყოფებოდნენ შენობაში და ფაქტობრივად, მონაწილეობა მიიღეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დემონსტრაციის დარბევის შესახებ და გვქონდა საუბარი იმ საპარლამენტო პროცესებზეც, რომელიც უნდა წარიმართოს 20 ივნისის ღამის გამოძიებისთვის. გვქონდა საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზეც საუბარი," - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა იცის, რომ ხელისუფლება ცდილობს, არ გამოიძიოს და არ დაადგინოს სიმართლე მომხდართან დაკავშირებით.

"ხელისუფლება ცდილობს 20 ივნისის ღამის მოვლენები გამოიყენოს საკუთარი დღის წესრიგისთვის. ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ, რადგან სიმართლე ჩვენ ხელთ არის. გავაგრძელებთ და ხშირად ჩავატარებთ ასეთ შეხვედრებს და სააშკარაოზე გამოვიტანთ ყველა ტყუილს, რომელსაც ისინი თხზავენ ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის და ოპოზიის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დასაწყებად," - განაცხადა სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს