ახალგაზრდა მეცნიერი ირინა ბაქრაძე-EURAXESS-ში  გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების კუთხით

ახალგაზრდა მეცნიერი ირინა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ EURAXESS-ში გაწევრიანება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესინაბიჯია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

„EURAXESS-ში გაწევრიანება ახალი ნაბიჯია ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების კუთხით. ეს არის პერსპექტივა და შესაძლებლობა სამეცნიერო სფეროს მენეჯმენტის განვითარებისთვის და ზოგადად საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებისთვის ევროკავშირის სამეცნიერო სივრცეში. ეს არის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან საერთო პროექტებისა და მობილობის შესაძლებლობა. ევრაქსესში გაწევრიანებით ამაღლდება მეცნიერების კონკურენტუნარიანობა და რაც მთავარია გაიზრდება უცხოელი სტუდენტების დაინტერესება სწავლა განაგრძონ საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში“, - აცხადებს ბაქრაძე.

საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანებისთვის ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. 27 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს EURAXESS-ში ჩართვაზე განაცხადი გააკეთა. 2019 წლის 1 მარტს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მოამზადა და ევროპული კვლევებისა და ინოვაციების პროგრამას წარუდგინა პროექტი EURAXESS-Georgia, რომელმაც მოწონება დაიმსახურა; ივლისის დასაწყისში დაიწყო - საგრანტო ხელშეკრულებისთვის მზადების პერიოდი. 2019 წლის სექტემბერში ხელი მოეწერება მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციას (Declaration of Commitment).

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა