ბაჩუკი ქარდავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის აქციისას განვითარებულ მოვლენებზე გაერთიანებული ოპიზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა იკითხება. ქარდავა გამოძიებას ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აძლევს.

როგორც გამოკითხვის დაწყებამდე ქარდავამ აღნიშნა, მთელი ეს პროცესი ცინიზმია, რადგან გამოძიება პირველ რიგში შს მინისტრის წინააღმდეგ უნდა მიმდინარეობდეს.

"ვფიქრობ ზოგადად ცინიზმია, როდესაც ყველაზე მთავარი დამნაშავე, 20 ივნისის მოვლენების მთავარი დამნაშავე, გახარია თვითონ იძიებს ამ საქმეს, მაშინ როცა გახარიას წინააღმდეგ უნდა მიდიოდეს გამოძიება. თუმცა არის ასეთი მოცემულიბა. ივანიშვილის რეჟიმმა 20 ივნისს საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ ის თანამშრომლობს კრემლთან, პუტინის რეჟიმთან და ამ ვითარებაში, იმისთვის რომ განახორციელოს ის გეგმები, რაც რუსეთს საქართველოში სურს, ბუნებრივია, მას სჭირდება, რომ დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიცია იყოს იზოლირებული და რეპრესირებული. სისულელეა ის ბრალდებები რაც ისმის ხელისუფლების მხრიდან. ეს არის მცდელობა იმისა, რომ 20 ივნისი რამენაირად გადააბრალონ სხვას, მაგრამ როგორ შეიძლება ის რაც დააშავა ხელისუფლებამ ხალხს გადააბრალო?!" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისივე თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს. როგორც ქარდავა ამბობს, ის პირველი წუთებიდან ბოლო წუთამდე იყო ჩართული პროცესებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა