გერმანიის მოსახლეობა რეკორდულად გაიზარდა

გერმანიაში მოსახლეობის რაოდენობა 83 მილიონ ადამიანზე მეტად გაიზარდა, რაც რეკორდია. მოსახლეობის ზრდა ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მიგრაციამ განაპირობა. სამაგიეროდ, სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან და აფრიკიდან გერმანიაში ჩასული მიგრანტების რიცხვი ბოლო ორი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად მცირდება. ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ეს ქვეყანა, მოსახლეობის დაბერების გამო, ბოლო წლებში სამუშაო ძალის დეფიციტს განიცდის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შრომითი მიგრანტების იქ ჩასვლა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია