კახა კოჟორიძე - წარსულისა და აწმყოს შეცდომების გააზრების გარეშე სასამართლო სისტემაში სწორი ნაბიჯების გადადგმა ვერც მომავალში მოხდება

რეზოლუციის პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ შეაფასოს წარსული, აწმყო და დაგეგმოს მომავალი, - ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფისა და არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, წარსულისა და აწმყოს შეცდომების გააზრების გარეშე სასამართლო სისტემაში სწორი ნაბიჯების გადადგმა ვერც მომავალში მოხდება.

"რეზოლუციის პროექტი შევიმუშავეთ დამოუკიდებელმა იურისტებმა და კარგია, რომ მას უერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მიუხედავად პოლიტიკური სხვაობისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს და გვესმის, რომ არსებობს საკითხები, რომელთა ირგვლივაც უნდა მოხდეს გაერთიანება. ეს არის ზეპარტიული საკითხები და პირველ რიგში, ეს არის სასამართლო სისტემის განვითარება და გათავისუფლება კლანური მმართველობისგან. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ თემაზე და ასევე ვხედავთ, რომ კლანიც მუშაობს თავისი პოზიციების გასაძლიერებლად. ბოლო პერიოდში მათ განახორციელეს ისეთი მანიპულაციები, რომ არა მხოლოდ იურიდიული საზოგადოება გააოგნეს, არამედ მათემატიკოსებიც და ალბათობის თეორიის ავტორებიც“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, ე.წ. კლანის მიერ განხორციელებული ქმედებები მიზნად ისახავს სასამართლო სისტემაში კლანური მორჩილების გაგრძელებას.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით იურისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა და არასამთავრობო სექტორმა მოამზადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა