პრეზიდენტის პრესსპიკერი - მიუნხენში სტუდენტებთან შეხვედრაზე პასუხი გაეცა ყველა კითხვას და არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიზიანება არ ყოფილა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ მიუხენში სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ სტუდენტებს შორის შეხვედრისას ადგილი ჰქონდა რაიმე ექსცესსა და დაძაბულობას.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტმა სტუდენტების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და ის არ ყოფილა გაღიზიანებული. ის ასევე უარყოფს სტუდენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისინი უწიგნურებად მოიხსენია.

„ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ქართველი სტუდენტების და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტური ტყუილი. შეხვედრაზე არ თქმულა არც ერთი სიტყვა, რაც გავრცელდა მედიასაშუალებებით. პრეზიდენტი არ ყოფილა გაღიზიანებული. პასუხი გაეცა ყველა კითხვას, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით და მეტიც, შეხვედრა გაგრძელდა წინასწარ შეთანხმებულ დროზე მეტხანს. არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიზიანება და არც ერთი ის სიტყვა, რაზეც საუბრობენ სიუჟეტის რესპონდენტები,"- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, სტუდენტებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი 20 ივნისისა და დავით გარეჯის შესახებ მათ მიერ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა