ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კომპანია "სილქ როუდ ჯგუფის" მიერ წარდგენილ პროექტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კომპანია " სილქ როუდ ჯგუფის" მიერ წარდგენილ პროექტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება, - ამ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გადაწყვეტილება მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს. მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღო და ოპონენტებს არ მოუსმინა.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირების დროს, გაღიზიანება არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის გამოჩენას მოჰყვა. ქალაქის განვითარების ხელშეშლაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მერაბ ღოღობერიძემ დაადანაშაულა.

მირდატ ქამადაძემ კი განმარტა, რომ სულიკო თებიძე საზოგადოებას არ უსმენს.

"ჩემი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის საკეებულოს თავმჯდომარემ წაგვართვა უფლება, რომ რეგლამენტით გვესარგებლა. "ქართული ოცნება" მონურად ასრულებს დავალებებს. ფრაქციას წაგვართვა უფლება, რეგლამენტის მიხედვით გვესაუბრა. დაჩქარებული წესით მიიღეს გადაწყვეტილება და არ მოისმინეს ადამიანების შეფასებები, თუ რას მოუტანს ეს პროექტი ქალაქს",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

საზოგადოება "ბათომის" წევრების თქმით, სხდომათა დარბაზში დესტრუქციული ძალა - მერაბ ღოღობერიძის სახით გაჩნდა. მათი თქმით, "ქართული ოცნება" მონური მორჩილებით ქალაქს ანგრევს და ისტორიულ ზონაში ზღვასთან გასასვლელს კეტავს. საზოგადოება "ბათომის" წევრები აქციებს აანონსებენ.

ე.წ რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ პროექტი ბათუმში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რაც კი ოდესმე განხორციელებულა.

"მე ამაყი ვიქნები, თუ კი ასეთი მნიშვნელობის მშენებლობა ჩემი მერობის პერიოდში დაიწყება",- აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში სხდომა დილიდან კამათის ფონზე მიმდინარეობს. განსაკუთრებული დაპირისპირება ე.წ რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის საკითხს მოჰყვა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა