სერგო მეთოფიშვილი და ირაკლი შენგელია აცხადებენ, რომ თუ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სამოსამართლეო გამოცდებს ჩააბარებენ, ისინი თანამდებობას დატოვებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები სერგო მეთოფიშვილი და ირაკლი შენგელია აცხადებენ, რომ თუ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სამოსამართლეო გამოცდებს ჩააბარებენ, ისინი საბჭოს წევრის თანამდებობას დატოვებენ.

როგორც სხდომაზე საბჭოს მოსამართლე წევრმა ირაკლი შენგელიამ განაცხადა, ორივე არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მოსამართლეების დისკრედიტაციას ახდენენ, ამის შემდეგ კი მათთვის გასაკვირი არ უნდა იყოს რომ მოსამართლეობის კანდიდატები გასაუბრებაზე ორივე არამოსამარათლე წევრის აცილების საკითხს აყენებენ.

„რაღაც შესაძლო კორუფციულ ნიშნებზე უთითებთ თქვენ. კითხვაზე პასუხი ვერც გაეცით, რა არის შესაძლო კორუფციული ნიშნები. თქვენ არაკომპეტენტურობის არაკვალიფიციურიბის ზენიტში ხართ. მე, ბევრჯერ შემოგთავაზეთ, რომ თქვენ ჩააბარეთ სამოსამართლეო გამოცდა და მე დავტოვებ იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობას. ვერ ჩააბარებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. აქ მოდიან მოსამართლეები, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებთ, თუნდაც თქვენი დღევანდელი განცხადებით, რომ ილონა თოდუა ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი და ადეიშვილის ნარჩენია. შეურაცხყოფას აყენებთ ამით როგორც ქალბატონ ილონას, ისე მე, მთელ მოსამართლეთა კორპუსს. ამის მეტი თქვენ არაფერი იცით. ეს არის თქვენი პოპულისტური და დემაგოგიური განცხადებები. ამის მეტი თქვენ არაფერი გიკეთებიათ და არც არაფერი იცით", - მიმართა ირაკლი შენგელიამ არამოსამართლე წევრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა